„მოტეხილობებით კომაშია...“- მოსკოვის აეროპორტში კაცმა 2 წლის ბავშვი ძირს დაანარცხა
1750766761
დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა, ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, შემდეგი უკრაინა უნდა იყოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიიარტო წერს, ნატო-ს სამიტი შესაფერისი მომენტია ევროკავშირის ლიდერებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას.
„დონალდ ტრამპის უახლესი სამშვიდობო ძალისხმევა წარმატებით დასრულდა: ირან-ისრაელის ომი შეჩერდა, რამაც შეაჩერა შემდგომი სისხლისღვრა და ბირთვული ესკალაცია. ვიმედოვნებთ, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნებული იქნება. შემდეგი უკრაინა უნდა იყოს. ნატო-ს სამიტი შესაფერისი მომენტია ევროკავშირის ლიდერებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ ტრამპის მშვიდობისკენ სწრაფვას“, – წერს სიიარტო.