ნახეთ, შორენა ბეგაშვილის ზღაპრული დასვენების კადრები
1749233109
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ნატო-ში თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა მოხდება.
ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი თავდაცვის ხარჯებია.
„ალიანსი რომ იყოთ, უნდა იყოთ დროშებზე მეტი, თქვენ უნდა იყოთ ფორმირებები. თქვენ უნდა იყოთ მეტი, ვიდრე კონფერენციები, უნდა იყოთ საბრძოლო მზადყოფნის ძირითადი შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა დაიწყო, რაც არის 5%-იანი თავდაცვის ხარჯების ვალდებულება ამ ალიანსში, რაც, ვფიქრობთ, მოხდება, უნდა მოხდეს ჰააგის სამიტზე ამ თვის ბოლოს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაა, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ. ამჟამინდელი სამიზნე მაჩვენებელი 2%-ია.
ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მომდევნო შეხვედრა 24-25 ივნისს ჰააგაში ალიანსის სამიტზე შედგება.