პარიზის პროკურატურის განცხადებით, ლუვრი არაპროფესიონალებმა გაძარცვეს

ლუვრი

პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლუვრის მუზეუმის ძარცვაში არაპროფესიონალი მძარცველები მონაწილეობდნენ, ამის მტკიცების საფუძველს კი ის ფაქტები აძლევთ, რომ გაქცევის დროს მათ ყველაზე ძვირფასი სამკაული დაუვარდათ, ადგილზე დატოვეს ხელსაწყოები და სხვა ნივთები.

პროკურატურამ ბრალი 4 ეჭვმიტანილს წაუყენა - 3 კაცს და 1 ქალს, რომლებიც პარიზის გარეუბანში, სენა-სენ-დენიში ცხოვრობენ. მუზეუმიდან მოპარული სამკაულები ჯერ მიკვლეული არ არის. ნაძარცვის ღირებულება დაახლოებით 88 მილიონ ევროს შეადგენს.

პარიზის ყველაზე ცნობილი მუზეუმი 19 ოქტომბერს გაძარცვეს.