1746870664
პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პაკისტანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაკისტანის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ინდოეთის წინააღმდეგ ოპერაცია ბოლო დარტყმების საპასუხოდ დაიწყო.
"ოპერაცია Bunyanun Marsoos-ი ("გაუვალი კედელი") დაიწყო," - დაწერა პაკისტანის მთავრობამ X-ზე.
სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე პაკისტანმა განაცხადა, რომ ინდოეთმა ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებს დაარტყა.
პაკისტანის არმიის განცხადებით, ოპერაცია "გაუვალი კედელის“ ფარგლებში, დარტყმები ინდოეთის პათანკოტის აეროდრომსა და უდამპურის საჰაერო ბაზაზე განახორციელა.
ასევე, პაკისტანის არმიაში აღნიშნეს, რომ ინდოეთის საჰაერო ძალების ბაზები დაბომბეს, საიდანაც, სავარაუდოდ, ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.