ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა
1746879899
"ეს პარტიები - "ახალი", "ლელო", გახარიას პარტია, - დადიან რეგიონებში და ატარებენ შეხვედრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს მიღების შესახებ განცხადებას ღიად იმიტომ არ აკეთებენ, რომ "უცხოელი პარტნიორების საბოლოო დავალებას" ელოდებიან.
"რატომ არ ამბობენ ამას ახლავე, ღიად, - როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულია მათ გარე პარტნიორებზე, როდის მიიღებენ საბოლოო დავალებას, რომ ან მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ან არ მიიღონ.
"მეგობარი აქტი" თუ სხვა განცხადებები, რომელიც ევროკავშირიდან თუ სხვა სტრუქტურებიდან გვესმის, პირდაპირ უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, რომ იქნებ არჩევნებამდე მაქსიმალურად დააზიანონ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, საქართველოს ხელისუფლება;თუმცა, ჩვენთვის მათ პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მათ შორის, დაწყებულია კონსულტაციები მერების და საკრებულოს წევრების კანდიდატების შერჩევაზე. უახლოეს კვირებში, აქტიურად დაიწყება საარჩევნო კამპანია და დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს, ქართველ ხალხთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ მეათე, საიუბილეო არჩევნებში," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.