ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერასა და მრუშობაში ადანაშაულებს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„თუ კტრიჩ ნერსისიანი ვაზგენ გალსტანიანისა და გევორგ აჯაპაჰიანის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, მაშინ ის იზიარებს ზემოაღნიშნული პირების იდეოლოგიასა და გეგმებს სამხედრო გადატრიალების განხორციელების, ხალხის კედლების ქვეშ გამოკეტვისა და ქვეყანაში ქაოსის შექმნის შესახებ. ვაღარშაპატის გაფართოებული თემის არცერთი ტერიტორია არ შეიძლება, იყოს დახურული სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისთვის, მით უმეტეს, რომ კტრიჩის და კიდევ რამდენიმე პირის წყალობით, ეს ტერიტორიები არ არის დახურული მრუშობისთვის“, – აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.