ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაციის პირობებში, რობერტ ფიცო ფიქრობს, რომ ნეიტრალური სტატუსი სლოვაკეთისთვის სასარგებლო იქნებოდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სლოვაკეთი მშვიდობის მტკიცე მხარდამჭერი უნდა იყოს და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო ავანტიურაში.
"აღვნიშნე, რომ სლოვაკეთში ნეიტრალიტეტის დემონსტრირება მოხდება და როგორც ყოველთვის, ყველა დამიპირისპირდა. სლოვაკეთი მშვიდობის მტკიცე მხარდამჭერი უნდა იყოს და არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო ავანტიურაში. სამწუხაროდ, შემდეგი მსოფლიო ომი უკვე კარს მოგვადგა. ნატო გოლფის კლუბს დაემსგავსა. იმისთვის რომ ითამაშო, წევრობის გადასახადი უნდა გადაიხადო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა. ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა მივიღოთ მარტივი გადაწყვეტილება. ან ახლად დაწესებულ გადასახადს – 7 მილიარდ ევროზე მეტს გადავიხდით, იმ გამონაკლისით რომ თავდაცვისთვის თანხას ჩვენი შეხედულებებისამებრ გამოვიყენებთ და ეს ძირითადად, გზები და საავადმყოფოებია, ან ნატოდან გამოვალთ! აბსოლუტური აბსურდია მთელი ბიუჯეტის თითქმის მეხუთედის თავდაცვისთვის გამოყოფა, ამისთვის ფული არ გვაქვს,"- აცხადებს რობერტ ფიცო.
ცნობისთვის სლოვაკეთი ნატოს წევრი 2004 წელს გახდა.
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634