რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს საწინააღმდეგო უახლესი, ექსპერიმენტული ვაქცინა წარადგინეს. პრეპარატი კვლავაც კლინიკური ცდებს გადის. თუმცა, ამის მიუხედავად, 7 ადამიანი, რომლის ორგანიზმშიც ის შეიყვანეს, თავს კარგად გრძნობს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ახლა იმდენად ჯანმრთელია, რომ თითქმის ყველაფერი დაავიწყდა, რაც გამოიარა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ვაქცინა სხვა ვარიანტებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალურადაა მორგებული. პრეპარატი ამოკვეთილი სიმსივნიდან მიღებული გენეტიკური მასალით მზადდება. შედეგად, იმუნურ სისტემას კიბოს კონკრეტული ტიპის ადრეულ ეტაპზე ამოცნობასა და დამახსოვრებას ასწავლის. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პანკრეასის კიბოს ხშირად ყველაზე მომაკვდინებელ სიმსივნედ მიიჩნევენ: იგი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ პაციენტების 87% -ი დიაგნოზის მიღებიდან ხუთ წელსაც კი ვერ ცოცხლობს. ამიტომ, კვლევისგან მიღებული შედეგები საკმაოდ იმედის მომცემია. ახალი, ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური ცდების მეორე ფაზა უკვე დაწყებულია.