1776235075
მედია: ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულია შონ შტაინერი, რომელიც წარმოშობით კალიფორნიის ქალაქ გლენდეილიდან არის. დაკავებისას მას თან მოკლელულიანი შაშხანა და დატენილი რევოლვერი ჰქონდა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი.
შონ შტაინერის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა. ზარის ავტორი ამტკიცებდა, რომ გოლფ კლუბთან ვიღაც ადამიანი საეჭვოდ გადაადგილდება.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მანამდე დაკავებული იმავე ადგილას დამცავი ტანსაცმლით, სამგზავრო ჩანთით, კიბითა და შაშხანით იყო შემჩნეული.










