Mattel-მა ბარბი გამოუშვა, რომელსაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს

ბარბი

Mattel-მა ბარბი გამოუშვა, რომელსაც ტიპი 1 დიაბეტი აქვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

თოჯინა გლუკოზის მონიტორსა და ინსულინის ტუმბოს ატარებს. ახალი ბარბის შესაქმნელად კომპანია ჯანდაცვის უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობდა. მისი ღირებულება 10,99 დოლარია. 

„ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბარბის გამოშვება, საკმაოდ დიდი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ბარბი ბავშვებს დაეხმარებათ საჭირო ინფორმაცია ადრეული ასაკიდანვე მიიღონ და საკუთარი თავი საყვარელ თოჯინებში აღმოაჩინონ",- განაცხადა კომპანია „ბარბის" უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტა ბერგერმა. 

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი დაავადებაა, რომელიც გლუკოზის მეტაბოლიზმს არღვევს. ორგანიზმში ყველა უჯრედს სჭირდება გლუკოზა ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გლუკოზა უჯრედში  ჰორმონ ინსულინის მეშვეობით აღწევს. თუ არ გვაქვს საკმარისი ინსულინი, ან ორგანიზმი არ რეაგირებს სათანადოდ ინსულინზე, გლუკოზის აკუმულაცია  სისხლში ხდება.

იმ დროს როცა ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, რომელსაც ტიპი1 შაქრიან დიაბეტს ვუწოდებთ.