მარტოხელა მამა პაემანზე წავიდა ქალთან, რომელიც ინსტაგრამზე გაიცნო, შეხვედრა ტრაგედიით დასრულდა - რა მოხდა სინამდვილეში

პოლიცია

ერთ შაბათ საღამოს, ჯარელ პრაიორი საწყობში თავის ცვლას ასრულებდა და ინსტაგრამზე გაცნობილი ქალბატონის შესახვედრად ემზადებოდა.

26 წლის პრაიორი თავდადებული მარტოხელა მამა იყო და 3 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

შესახვედრად ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ინსტაგრამის საშუალებით დაუკავშირდნენ. პრაიორს სურდა 19 წლის ჰოკინსი რესტორანში ვახშამზე წაეყვანა. თუმცა, როგორც ჩანს, ქალს სხვა გეგმები ჰქონდა. ისინი ჯერ მაკდონალდსში წავიდნენ, შემდეგ კი ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში. პრაიორმა არ იცოდა, რომ ამავე დროს, სავარაუდოდ, ჰოკინსი თავის ნამდვილ შეყვარებულს წერდა და ჩასაფრებას გეგმავდა.

დილის პირველი საათის შემდეგ, მამაკაცი საკუთარი მანქანის გარეთ სისხლის გუბეში იპოვეს. ის რამდენჯერმე იყო დაჭრილი და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ტელეფონი ახლოს იყო და შიგნით ნაპოვნი მონაცემებით, გამომძიებლებმა გამოააშკარავეს ის, რასაც ამჟამად სერიული თაღლითის მიერ შეთქმულებას უწოდებენ.

პრაიორის გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, პოლიციამ ჰოკინსი იპოვა, რომელიც პრაიორის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ დედის სახლიდან გააგდეს. მან უარყო მკვლელობაში რაიმე მონაწილეობა და თქვა, რომ იმ ღამის შესახებ არაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ გასროლის ხმა გაიგო და უსაფრთხო ადგილას გაიქცა.

„[არ არსებობს] იარაღი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ რამე გავაკეთე. ჩემი თითის ანაბეჭდები არაფერზეა“, - თქვა მან სავარაუდო მიზეზის შესახებ ჩვენების თანახმად.

მაგრამ საქმეში მთავარი მტკიცებულება გახდა ჰოკინსისა და მისი შეყვარებულის მიმოწერა. ამის შემდეგ ქალმა ადვოკატი მოითხოვა. 

მას და მის შეყვარებულს ბრალი წაუყენეს მკვლელობასა და ძარცვის მცდელობაში.

მკვლელობაში ბრალდებულები ციხეში იხდიან სასჯელს. ორივე ამტკიცებს, რომ არაფერი ცუდი არ ჩაუდენიათ. მათ ბრალი არ აღიარეს.