საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1746699788
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში დღეს ჩავა. ვიზიტი ხუთდღიანია.
ევროკომისარი, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კიშინიოვის მემორიალურ კომპლექსში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, ასევე ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„ვიზიტი სიმბოლურ დროს – ევროპის დღეს ემთხვევა, რაც ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას მოლდოვის ევროპული გზის მხარდაჭერის მიმართ“, – აცხადებენ მოლდოვის ხელისუფლებაში.
მარტა კოსთან ერთად, მოლდოვაში ოფიციალური დელეგაციაც ჩადის, რომლის შემადგენლობაშიც არიან ევროპარლამენტის წევრები და ევროკომისიის წარმომადგენლები. ვიზიტი მოიცავს ღონისძიებებსა და შეხვედრებს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში მოლდოვაში ბოლო ვიზიტისას, მარტა კოსმა ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ფინანსური დახმარების პაკეტი ჩაიტანა.