თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს
1746720697
სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა და არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის სასიკეთოდ არ დამთავრებულა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე 26 მაისთან დაკავშირებით.
„არ ვიცი, ამჯერად რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც ახლა გამოვა რამე კარგი. სახალხოა, ვერ მიისაკუთრებ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა თვითონ უნდა განმარტოს, რას გეგმავენ. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ოპოზიციას დაეხმარება და ჩვენ ხელისუფლების ცვლილებაში დაგვეხმარება. ცუდად მთავრდებოდა ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა. 26 მაისის ინიციატივაც ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, 26 მაისის ღონისძიებით ვის ემიჯნებიან, რაზეც რაქვიაშვილმა აღნიშნა:
„უმნიშვნელოა, არ აქვს არანაირი ღირებულება და აზრი არ აქვს ამის სერიოზულად აღქმას, იმაზე მსჯელობას, არის თუ არა ეს საზოგადოების გახლეჩა. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს იმხელა რეპუტაცია დარჩა, რომ საზოგადოება გახლიჩოს, ჩვენი საზოგადოება ისედაც გახლეჩილია, მაგრამ სხვა მიზეზების გამო. სალომე ზურაბიშვილი ამას ვერც იქეთ, ვერც აქეთ ვერ შეცვლის“.