პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად ინდოეთის არმიის 50 ჯარისკაცი მოკლეს

აომარი მოქმედებების შედეგად ინდოეთის არმიის 50 ჯარისკაცი მოკლეს

პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად ინდოეთის არმიის 50 ჯარისკაცი მოკლეს. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის, ატულაჰ ტარარის განცხადებით, პაკისტანის ჯარისკაცებმა დე-ფაქტო საზღვართან ინდოეთის არმიის სამხედრო ობიექტი ააფეთქეს.

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აცხადებენ, რომ ინდოეთის თავდასხმის შედეგად 31 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რისთვისაც ინდოეთი საფასურს გადაიხდის.

პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, 7 მაისის ღამის შემდეგ, ინდოეთის არმიის მიერ გაშვებული 25 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

თავის მხრივ, ინდოეთის არმიაში აცხადებენ, რომ ქალაქ ლაჰორში პაკისტანის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაანადგურეს. ინდოეთის მთავრობის ინფორმაციით, პაკისტანის თავდასხმის შედეგად 16 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინდოეთის მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ მართულ ქაშმირზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაახლოებით 100 „ტერორისტი“ მოკლეს.