მარკო რუბიო - გერმანიის ახალი მთავრობა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს ქმედებებით პასუხობს, აძლიერებს თავდაცვას, მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს

მარკო რუბიო

გერმანიის ახალი მთავრობა აცნობიერებს მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი გამოწვევების აქტუალურობას და მათ ქმედებებით პასუხობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გერმანია აძლიერებს თავდაცვას და მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს.

„ვაშინგტონში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მივიღე. გერმანიის ახალი მთავრობა აცნობიერებს მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი გამოწვევების აქტუალურობას და მათ ქმედებებით პასუხობს. გერმანია აგრძელებს მუშაობას – აძლიერებს თავდაცვას, პეკინის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს აკავებს და მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს“,  – დაწერა მარკო რუბიომ.