კრემლი: რუსეთი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონში ესმით მოსკოვის ნეგატიური დამოკიდებულება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ

დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვაშინგტონში ესმით მოსკოვის ნეგატიური დამოკიდებულება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართ.

„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ეს განმარტებები [პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის] პოულობენ გაგებას, მათ შორის ვაშინგტონში, და, რა თქმა უნდა, ეს დიდად გვახარებს იმ შუამავლობითი როლის თვალსაზრისით, რომელსაც ვაშინგტონი აგრძელებს“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, ამერიკული მხარე მზად არის რუსეთთან უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში არშესვლის საკითხი განიხილოს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოების საკითხი აშფოთებს.