„მსტვინავი სუნთქვა, ჟანგბადის საჭიროება, ფილტვების ანთება“ – ივანე ჩხაიძის გაფრთხილება მოსახლეობას!
1747765398
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამის შესახებ მარკო რუბიომ სენატში მოსმენისას განაცხადა.
რუბიოს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის დღემდე გრძელდება.
მარკო რუბიო ასევე არ გამორიცხავს გარკვეულ მომენტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას.
„ნათელი თუ გახდება, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო შეთანხმებით და სურს კონფლიქტის გაგრძელება, მაშინ ყველაფერი შეიძლება, სწორედ ამით დასრულდეს“, – განაცხადა რუბიომ.
ამასთან, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებით, სანქციების მუქარა გამოიწვევდა იმას, რომ რუსები შეწყვეტდნენ დიალოგს. რაც შეეხება უკრაინაში ომის დასრულებას, რუბიოს აზრით, ეს შეუძლებელია სამხედრო გზით.
„ეს უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით და ის ფუნდამენტური ცვლილება, რაც გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებით, არის, რომ რუსეთს სურს ის, რაც ახლა არ აქვს და არც აქვს უფლება, რომ ჰქონდეს და უკრაინას სურს ის, რის დაბრუნებასაც სამხედრო გზით ვერ შეძლებენ. ეს არის გამოწვევის არსი“, – აღნიშნა რუბიომ.