მყრალი ''სიურპრიზი'' - რატომ მალავენ ხელოსნები რემონტის დროს დამკვეთის სახლის კედელში უმ კვერცხს
1752003071
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს ეხმაურება.
მარკ კარნის თქმით, მისი მთავრობა განაგრძობს კანადელ დასაქმებულებს და ბიზნესების დაცვას აშშ-თან მოლაპარაკებებში.
„კანადის მთავრობა მტკიცედ იცავს ჩვენს დასაქმებულებს და ბიზნესს. ასეთივე პოლიტიკას განვაგრძობთ პირველი აგვისტოს ვადამდე მუშაობისას. კანადამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ჩრდილოეთ აშშ-ში ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვალდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ორივე ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად“, – წერს მარკ კარნი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე პირველი აგვისტოდან 35%-იან ტარიფს დააწესებს. დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ ახალი ტარიფები პირველი აგვისტოდან ამოქმედდება და გაიზრდება, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიმართავს.