გარდაბანში ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა
1778841221
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გუშინ კიევზე განხორციელებული მასირებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ და ნანგრევები ადამიანებს ეძებენ.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 47-მდე გაიზარდა. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.
თუმცა, როგორც კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო წერს, საერთო ჯამში დაშავდა 57 ადამიანი, რომელთაგან 27 საავადმყოფოშია გადაყვანილი.