ტრაგედია საგარეჯოში - 3 წლის გოგონა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
1778847540
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შსს-ს ცნობით, დეპარტამენტის დირექტორებმა შინაგან საქმეთა მინისტრს მათი კომპეტენციის ფარგლებში უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ამასთან, შეხვედრებზე ხაზი გაესვა სამინისტროს ამოცანების ეფექტურად შესრულებაში, სხვადასხვა დანაყოფის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.
სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.