ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად გრიგოლ ლილუაშვილი ესწრება.
დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გააკეთა.
"იკითხებიან სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, მათ შორის, გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას. რა თქმა უნდა, აქ არ არის ასეთი მოცემულობა, რომ ყველა ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით გვყავს ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველა დეტალზე საუბრობს - ლოგიკურია, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ზოგადად, ჩვენი პროფესიის და საქმის სირთულეც ის არის, რომ ყველა მოწმეს თავის ფარგლებში აქვს ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემდგომ უნდა შევაჯეროთ, გავაანალიზოთ და ზუსტად ამის საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება," - აცხადებს საქმის პროკურორი
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.