რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
კანიე უესტის თქმით, ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა მას შემდეგ, რაც მსხვილმა და წარმატებულმა კომპანიებმა მასთან კავშირი გაწყვიტეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ერთ დღეში $2 მილიარდი დავკარგე და კვლავ ცოცხალი ვარ. ეს სიყვარულის ენის შემცველი პოსტია. მე მაინც მიყვარხართ. ღმერთს მაინც უყვარხართ. ფული არ მქმნის მე. ხალხი მქმნის.",- ამბობს კანიე.
შეგახსენებთ, რომ Adidas-მა, Gap-მა, Balenciaga-მ და Vogue-მა გადაწყვიტეს, უესტთან თანამშრომლობა შეეწყვიტათ. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კანიეს "სიძულვილის ენის შემცველი და სახიფათო" კომენტარები და ქცევები გახდა. ხსენებულ კომენტარებს შორის იყო რეპერისა და ბიზნესმენის ანტისემიტური განცხადებები.
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139