რაჭაში ნათესავებმა ნათესავი შეშის ნაჭრით მოკლეს
1755892654
კანადა პირველ სექტემბრამდე გააუქმებს ყველა ტარიფს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ იმ პროდუქტებზე, რომლებიც კანადა-აშშ-მექსიკის შეთანხმების ფარგლებში ექცევა.
ამის შესახებ განცხადება კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ გააკეთა.
კანადის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანადა შეინარჩუნებს ტარიფებს ფოლადზე, ალუმინზე და ავტომობილებზე, ვიდრე მისი კაბინეტის წევრები აშშ-თან ახალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.
ცნობისთვის, კარნიმ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ შესაძლოა, გააუქმოს ზოგიერთ ამერიკულ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები, თუ ეს დაეხმარება კანადურ მრეწველობას სავაჭრო ომში აშშ-თან გამკლავებაში. ამ ნაბიჯმა ასევე უნდა მოამზადოს ნიადაგი აშშ-კანადა-მექსიკის შეთანხმების გადახედვისთვის.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 31 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას ზოგიერთი კანადური პროდუქტის იმპორტზე ტარიფების 35%-მდე გაზრდის შესახებ.