1749042430
ჯორჯია მელონი რომში ემანუელ მაკრონს შეხვდა - „მაკრონსა და მელონს შორის იყო საკითხები, რომლებიც განმარტებას მოითხოვდა, კერძოდ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“

ჯორჯია მელონი რომში ემანუელ მაკრონს შეხვდა. სამსაათიანი დისკუსიის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.
განცხადებაში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ომის სამართლიანი და მდგრადი დასრულების მისაღწევად უკრაინისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე.
შეხვედრამდე ელისეს სასახლემ განაცხადა, რომ მაკრონსა და მელონს შორის იყო საკითხები, რომლებიც განმარტებას მოითხოვდა, კერძოდ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
როგორც მედია წერს, შეხვედრა დიპლომატიურ გადატვირთვად შეფასდა პარიზსა და რომს შორის, თუმცა ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მათ შორის არასდროს ყოფილა დაძაბული ურთიერთობა.