ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე იერიში მიიტანა - მედია

სირიის პრეზიდენტის სასახლე

ისრაელმა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარი ჯიერჯერობით არ გაკეთებულა.

მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.

„ძლიერი დარტყმები დაიწყო“, – დაწერა ისრაელ კაცმა.