ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
1750777337
ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ ისრაელთან ზავის მიღწევის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა ომში გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ერის ღრმა გააზრებისა და სათანადო ქცევის, მებრძოლების სიბრძნისა და ბრძოლის და აგრეთვე ბრძენი ხელმძღვანელობისთვის ღვთიურ ჯილდოდ იქცა გამარჯვება, რომელმაც მტერი აიძულა ენანა, ეღიარებინა მარცხი და ცალმხრივად შეეწყვიტა აგრესია“, - ნათქვამია ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს განცხადებაში.
ამასთან ერთად, როგორც ირანის უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის შეიარაღებული ძალები „მტრის არცერთ სიტყვას არ ენდობა“ და რჩება მზადყოფნის რეჟიმში, რათა აგრესიის შემთხვევაში საპასუხო ზომები გაატაროს.
ცნობისთვის გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. მოგვიანებით, ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას ოფიციალურად დათანხმდნენ.