ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა

უშიშროების საბჭო

აშშ-ის დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე არის საშიში ესკალაცია და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გუტერეში აღნიშნავს, სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, წინსვლისთვის ერთადერთი გზა დიპლომატიაა.

„დღეს ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მიერ ძალის გამოყენებამ სერიოზულად შემაშფოთა. ეს არის ისედაც ზღვარზე მყოფ რეგიონში სახიფათო ესკალაციაა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე. არსებობს მზარდი რისკი, რომ ეს კონფლიქტი სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რეგიონსა და მსოფლიოში. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს დეესკალაციისკენ და გაერო-ს წესდებითა და საერთაშორისო სამართლის სხვა წესებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. ამ სახიფათო საათში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქაოსის სპირალის თავიდან აცილება. სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ერთადერთი გზა წინსვლისთვის დიპლომატიაა. ერთადერთი იმედი მშვიდობაა“, – წერს გაერო-ს გენერალური მდივანი.

დღეს, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.