ირანის საგარეო უწყება: აშშ-მა, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ანტიირანულ განცხადებას, თავად უნდა აგონ პასუხი ტერორიზმის მხარდასაჭერად განხორციელებულ ზომებზე

„როიტერი“ - ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 14 დასავლური ქვეყნის მიერ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაეილ ბაგაეიმ დაგმო ირანის წინააღმდეგ „უსაფუძვლო, სასაცილო ბრალდებები“ და მას სხვებზე გადაბრალების თავხედური მცდელობა უწოდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დასავლეთის ბრალდებები არის საზოგადოებრივი აზრის ყურადღების გადატანა დღის ყველაზე მნიშვნელოვანი თემიდან, კერძოდ, ისრაელის მიერ პალესტინაში ჩადენილი გენოციდური დანაშაულებიდან.

„აშშ-მა, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს ანტიირანულ განცხადებას, თავად უნდა აგონ პასუხი ტერორიზმის მხარდასაჭერად საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელებულ ზომებზე, როგორც ტერორისტული, ძალადობრივი ელემენტების, ჯგუფების სპონსორებმა და მასპინძლებმა“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

14 ქვეყნისგან შემდგარმა ჯგუფმა, მათ შორის აშშ-მა და საფრანგეთმა, 31 ივლისს გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს ირანის მიერ დაფინანსებული საფრთხეები, ასევე საქმიანობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.