1749718859
ირანიდან შეტევის შემდეგ, ისრაელი დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურმა - „მაგენ დავიდ ადომ“ ისრაელის ცენტრალური სანაპირო დაბლობის რეგიონზე ირანის შეტევის შედეგად დაშავებულთა მონაცემები განაახლა. მედიკოსების ცნობით, დახმარება 21 დაშავებულს აღმოუჩინეს, რომელთა შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რამდენიმე სერიოზულადაა დაჭრილი, დანარჩენების მდგომარეობა კი მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმისაა.
გარდა ამისა, როგორც ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური იუწყება, ირანის სარაკეტო შეტევებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
მედია ასევე იუწყება, რომ მედიკოსებმა გამოაქვეყნეს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან კონკრეტული ლოკაციის მითითების გარეშე, რომელზეც ძლიერად დაზიანებული შენობები და ავტომობილი ჩანს.