ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
იტალიურ მუზეუმში ტურისტი "ვან გოგის" სკამზე დაჯდა და გატეხა.
თავიდან, სტუმარმა ფოტოს გადასაღებად სკამზე დაჯდომის იმიტაცია გააკეთა, მაგრამ შემდეგ რეალურად გადაწყვიტა მასზე დამჯდარიყო. შემთხვევის შედეგად სკამი გატყდა, რის შემდეგაც მამაკაცი და მისი მეწყვილე სწრაფად გავიდნენ ოთახიდან. ფაქტის ამსახველი კადრები სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
ათასობით სვაროვსკის კრისტალით დაფარული სკამი, ვერონაში, პალაცო მაფეიში იყო გამოფენილი. ნამუშევრის ავტორი იტალიელი მხატვარი ნიკოლა ბოლაა. მის ნამუშევარს "ვან გოგის" სკამს უწოდებდნენ, რადგან ის ლეგენდარული მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის სკამს წააგავს. მუზეუმმა ის უაღრესად ნატიფ ნამუშევრად შეაფასა.