10 დაღუპული და 200-მდე დაშავებული, მაშველები დაბომბილ შენობებში ადამიანებს ისევ ეძებენ - ბოლო ცნობები ისრაელიდან

ისრაელი

ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა; მაშველები დაბომბილ შენობებში 20-მდე დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ბატ იამში შენობა დაიბომბა, ექვსი ადამიანი დაიღუპა  ტამრას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ცნობით, წუხელ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და საწვავის საწყობები დაბომბეს.