ინდოეთში მომხდარ ჭყლეტას 11 ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაშავდა

bbc

ინდოეთში, ბენგალურუს კრიკეტის სტადიონთან მომხდარ ჭყლეტაში 11 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტადიონზე მასპინძელი გუნდის ინდოეთის პრემიერ ლიგის გამარჯვების აღლუმი იმართებოდა.

ოთხშაბათს, ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა დახვედროდა Royal Challengers Bengaluru-ის (RCB) გუნდს, რომელმაც წინა დღეს, ინდოეთის IPL კრიკეტის ფინალში Punjab Kings-ის გუნდი დაამარცხა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ხალხის ასეთ რაოდენობას არ ელოდნენ.

პოლიციის ოფიცერმა BBC-ს განუცხადა, რომ გამარჯვების აღლუმზე 200 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა ისინი ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარს ელოდნენ.

მედიის ცნობით, ჭყლეტის დაწყების დროს სტადიონის კარი გაღებული არ იყო და მოქალაქეები ვიწყო გასასვლელებში გაძრომას ცდილობდნენ, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.