გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
„ჰამასი“ არ დაყრის იარაღს მანამ, სანამ პალესტინური სახელმწიფო არ შეიქმნება, - აღნიშნულია დაჯგუფების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ეროვნული უფლებების სრული აღდგენის გზით, პირველ რიგში დამოუკიდებელი, სრულიად სუვერენული პალესტინური სახელმწიფოს შექმნით, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმში იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჰამასში“ აღნიშნეს, რომ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისადმი პასუხია, რომელმაც აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ იარაღის დაყრისკენ მზადყოფნა გამოხატა.
ისრაელი „ჰამასის“ განიარაღებას კონფლიქტის დასრულებისთვის საჭირო ნებისმიერი შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პირობად მიიჩნევს.