„ვემზადებით JLO-სთან შესახვედრად…“ – რა კადრებს გვიზიარებს სოფო ბედია ერევნიდან

სოფო ბედია

ჯენიფერ ლოპესი „Up all night“ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტით სომხეთში წარდგება. კონცერტი ერევანში დღეს, 3 აგვისტოს, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავის კონცერტზე დასასწრებად სომხეთში მისი შემოქმედების მოყვარულები იკრიბებიან. მათ შორის არის მომღერალი, სოფო ბედიაც, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა და დაწერა:

„ვემზადებით JLO-სთან შესახვედრად…“