„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელმაც დრეზდენის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
40 წლის ეჭვმიტანილმა ჯერ ადგილობრივი რადიოსადგურის შენობის მიმართულებით დაიწყო სროლა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც 2 მძევალი აიყვანა და ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა. პოლიციელებმა სიტუაციის განმუხტვა, მძევლების უვნებლად გათავისუფლება და თავდამსხმელის დაკავება შეძლეს.