გავბედე და ერთ დღეს პრეზიდენტ პუტინს დავურეკე, ვთხოვე, შეწყვიტე ეს ომი და დაუბრუნდი პოლიტიკას - ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტი

მე პუტინს ვთხოვე – შეწყვიტე ეს ომი და დაუბრუნდი პოლიტიკას, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

„საჭიროა პოლიტიკური მოძრაობა, რომ მშვიდობას მივაღწიოთ. მე გავბედე და ერთ დღეს პრეზიდენტ პუტინს დავურეკე. მე პუტინს ვთხოვე: „შეწყვიტე ეს ომი და დაუბრუნდი პოლიტიკას“. ჩვენ ჩინეთთან ერთად შევქმენით დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს მეგობართა ჯგუფს, 13 განვითარებად ქვეყანას, რათა ჩვენ, როდესაც ორივე მხარეს მოესურვებოდა, ხელმისაწვდომი ვყოფილიყავით მშვიდობის განსახილველად, რადგან მხოლოდ ამ ორს შეუძლია გამოსავლის პოვნა. დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ პუტინის წინადადებას, ვხედავ ზელენსკის მზადყოფნას პუტინის წინადადების მისაღებად. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და მე ამ შედეგს მივეცით სახე განცხადებაში და გამოვაქვეყნეთ იგი, სადაც მივესალმეთ როგორც პუტინის წინადადებას, ასევე ზელენსკის თანხმობას, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, შეხვდნენ ერთმანეთს სტამბოლში და აწარმოონ რეალური მოლაპარაკებები. ნაცვლად იმისა, რომ ცეცხლი გაცვალონ, სიტყვები გაცვალონ“, – განაცხადა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, სადაც მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან.