"გაცილებით უარესი გველოდება" - მეცნიერები ასახელებენ დროს, რომ აშშ-ს მეგაცუნამი გადაუვლის

მეგაცუნამი

„გაცილებით უარესი გველოდება" - მეცნიერები მეგამიწისძვრის ალბათობას სულ უფრო რეალისტურად აფასებენ და ვარაუდობენ, რომ ის აშშ-ის სანაპიროებთან ათეულობით მეტრის სიმაღლის მეგაცუნამს გამოიწვევს. ინფორმაციას telegraph-ი ავრცელებს.

კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარმა მიწისძვრამ, შესაძლოა, ისეთივე ნგრევა არ მოიტანა, როგორც წინა ძლიერი მიწისძვრების დროს იყო, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გაცილებით უფრო დამანგრეველი სეისმური მოვლენა ემუქრება.

966 კილომეტრის სიგრძის დიდი რღვევის ხაზი, რომელიც ცნობილია როგორც "კასკადიის სუბდუქციის ზონა", კანადაში, ჩრდილოეთ ვანკუვერის კუნძულიდან ჩრდილოეთ კალიფორნიაში, მენდოსინოს კონცხამდეა გადაჭიმული. როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს, მომდევნო 50 წლის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრის 15%-იანი ალბათობაა, რამაც შესაძლოა აშშ-ის სანაპიროსკენ ათეულობით მეტრის სიმაღლის მეგაცუნამი გაგზავნოს.

ვირჯინიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის აპრილში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 8.0 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, შეიძლება წუთებში გამოიწვიოს სანაპირო ჩაღრმავებების 2 მეტრით დაწევა, რაც გაანადგურებს ისეთ ქალაქებს, როგორიცაა სიეტლი და პორტლენდი, ასევე დატბორავს ასობით ასეულობით კილომეტრის გზებს, აეროპორტებს, სკოლებს, საავადმყოფოებსა და ელექტროსადგურებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მძიმე ზემოქმედება ჩრდილოეთ კალიფორნიის, სამხრეთ ვაშინგტონის და ჩრდილოეთ ორეგონის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში იქნება. კამჩატკის მიწისძვრის მსგავსად, კასკადიის ნაპრალი წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რგოლზე მდებარეობს, 452 ვულკანისგან შემდგარი 40 000 კილომეტრის სიგრძის ნალისებრ რკალზე, რომელიც სამხრეთ ამერიკის სამხრეთ კიდედან, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ, ბერინგის სრუტის, იაპონიისა და ახალი ზელანდიის გავლით ვრცელდება.