„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ ომი უკრაინაში კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მერცმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ კიევის პარტნიორები ცდილობენ, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა არა უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე. კანცლერის თქმით, უკრაინის დანებების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები მყისიერად დასრულდებოდა, თუმცა ეს მიუღებელია, რადგან უკრაინის კაპიტულაციის შემდეგ ევროპის ქვეყნები რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
„ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტი წარმატებული იყო. გვაქვს წინსვლა, თუმცა არ უნდა ველოდოთ, რომ ყველაფერი მყისვე დასრულდება და მეორე დღესვე ყველაფერი კარგად იქნება. უსაფრთხოების გარანტიების განხილვისას პრიორიტეტი უკრაინის არმიის მხარდაჭერაა, რომ ის იყოს თავდაცვისუნარიანი. ეს აბსოლუტური პრიორიტეტია. ჩვენ არ განვიხილავთ გერმანელი სამხედროების უკრაინაში მუდმივ განთავსებას. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ვცდილობთ, ის რაც შეიძლება მალე დავასრულოთ, თუმცა არა უკრაინის კაპიტულაციის გზით. ყოველთვის შეიძლება ომი ხვალვე დაასრულო, თუ უკრაინა დანებდება და უარს იტყვის დამოუკიდებლობაზე. ამის შემდეგ იქნება სხვა ქვეყანა. შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის ჯერიც დადგება“, - განაცხადა მერცმა.