ფრიდრიხ მერცი უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნას არ ელოდება - „საკითხი დღის წესრიგში არ დგას“

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ ელოდება, რომ უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების იქნება გაგზავნილი.

მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შეასხებ ფრიდრიხ მერცმა Welt TV-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ შორს ვართ ცეცხლის შეწყვეტისგან და კიდევ უფრო შორს ვართ სამშვიდობო შეთანხმებისგან“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცის თქმით, უკრაინის კონფლიქტში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით გამოაცხადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. მისივე თქმით, საკითხი რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.