ფილიპინებზე ტაიფუნს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ნჯ

ფილიპინებზე ტაიფუნ „კალმეგის“ შედეგად სულ მცირე 66 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება, 10 კი დაშავებულია.

სტიქიამ ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა. 400 ათასზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.

სპეციალისტების ცნობით, ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი ვიეტნამისკენ მიემართება.