ექიმი 30 წელი ინახავდა ცოლ-ქმრის ცხედრებს მაცივარში - რა გაარკვია გამოძიებამ?

კლინიკაში გარდაიცვალა

ფინეთის ქალაქ ტურკუში, ერთ-ერთ კერძო სახლში, პოლიციამ გაყინულ მდგომარეობაში ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინა, რომლებიც დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ინახებოდა საყინულე კამერაში. ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედიაპორტალი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველების ყურადღება მიიპყრო 80 წლის ექიმმა, რომელიც რიტუალური მომსახურებებით იყო დაკავებული. ბოლო თვეების განმავლობაში მისი ქცევა საეჭვო გახდა, რაც პოლიციის დაინტერესების საფუძველი გახდა.

ჩხრეკის შედეგად,  ექიმის სახლში საყინულე კამერები აღმოჩნდა, სადაც იდო ცოლ-ქმრის ცხედრები — ისინი 1994 და 1995 წლებში გარდაიცვალნენ. თავდაპირველად მათი დაკრძალვა იგეგმებოდა, თუმცა როგორც გაირკვა, ისინი არ დაუკრძალავთ. 

„ორი ადამიანის ცხედარი ინახებოდა საყინულე კამერაში ტურკუში, კერძო საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამხმარე ტიპის შენობაში. გვამები აღმოვაჩინეთ ჩხრეკისას ორ სხვადასხვა საყინულეში,“ — განაცხადა სამხრეთ-დასავლეთ ფინეთის პოლიციის დეტექტივმა ლასე პუნქტუატემ.