ექიმებმა ერთი წლის გოგონას საყლაპავი მილიდან დაჟანგული ელემენტი ამოიღეს

ელემენტი


მოსკოვში ბავშვთა საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა ერთი წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელმაც ელემენტი გადაყლაპა. ამის შესახებ Life.ru  წერს.
ბავშვის დედა უცხო სხეულის გადაყლაპვას უარყოფს. მისი თქმით, ყველაფერი ტემპერატურის მატებით დაიწყო, შემდეგ სურდო და სიცხე დაეწყო. მოგვიანებით, ხიხინი და ხველა განვითარდა, რაც სასწრაფო დახმარების პირველი გამოძახების მიზეზი გახდა; შემდეგ ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთხრეს. თუმცა, ჭამის შემდეგ გაუარესებული ხველისა და ღებინების გამო, სასწრაფო დახმარება კვლავ გამოიძახეს. გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა მოუწია.

საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ბავშვი პედიატრმა და ქირურგმა გასინჯეს, რის შემდეგაც მათ გულმკერდისა და მუცლის რენტგენი გადაუღეს. გამოკვლევისას საყლაპავში აღმოჩნდა უცხო სხეული, რომელიც ბატარეას ჰგავდა.

„საყლაპავი მილიდან ელემენტის ამოღება დიდი სირთულის გარეშე მოვახერხეთ; პერფორაცია არ დაფიქსირებულა. ამოღებული ელემენტი შავი იყო, დაჟანგული და გარეთა გარსი ფრაგმენტებად იშლებოდა. საყლაპავის ლორწოვანი გარსის მნიშვნელოვნად შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით, წყლულოვანი დეფექტებით და ლორწოვან გარსზე დამწვრობით“, - აღნიშნეს საავადმყოფოში.