„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინელების გარეშე. ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი მოლაპარაკების აუცილებელი წინაპირობაა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, შესანიშნავი შეხვედრა გამართეს ევროპელ პარტნიორებთან და პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ პუტინთან 15 აგვისტოს ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის წინ.
„უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინელების გარეშე. ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი მოლაპარაკების აუცილებელი წინაპირობაა. ამ მოლაპარაკებებმა უნდა გამოიწვიოს მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიებით, რაც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას“, - წერს მაკრონი.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე, უკრაინისადმი მხარდაჭერა ურყევი დარჩება.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ბერლინში ჩავიდა, სადაც მან ვიდეოკონფერენციები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან.