ლევან ჯანგველაძის ოჯახის ინტერესების დამცველი: გელა უძილაურს არანაირი პირადი მოტივი არ ჰქონდა, რომ ლევან ჯანგველაძე მოეკლა. რეალურად, შეკვეთილი მკვლელობა იყო

ლევან ჯანგველაძე

 „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ლევან ჯანგველაძის ოჯახის ინტერესების დამცველი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ლევან ჯანგველაძის საქმეზე ბრალდებულ გელა უძილაურს პირადი მოტივი არ ჰქონდა, რომ ბიზნესმენი მოეკლა.

„გელა უძილაურს არანაირი პირადი მოტივი არ ჰქონდა, რომ ეს ადამიანი [ლევან ჯანგველაძე] მოეკლა. რეალურად, შეკვეთილი მკვლელობა იყო. როდესაც შეიცვალა პროკურორი, გამოძიება დაადგა სწორ გზას. იმას, რომ მუხლის შეცვლის შემდეგ გამოძიებამ ეფექტურად იმუშავა, დადებითაც ვაფასებთ. მიგვაჩნია, რომ ყველა იმ კითხვას, რომელიც კვლავ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში, უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხი“, - ამბობს ადვოკატი.

დიღმის მთავარი სამმართველოს დროებით მოთავსების იზოლატორში ლევან ჯანგველაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე 5 კაცის მიმართ ბრალის წარდგენა გვიან ღამემდე გაგრძელდა.