დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა

ნნ

 დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა ომის დასულებისა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტმა ნაყოფიერი უწოდა.

„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, დონალდ ტრამპი ასევე ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გაესაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა გავლენა ჰქონდეს კიევსა და ევროპელ პარტნიორებზე. ასევე დაგეგმილია, რომ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უახლოეს მომავალში კვლავ ეწვევიან რუსეთს. ​ამასთან, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტს მასთან შეხვედრა სურს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს.