დონადლ ტრამპის მორიგი განცხადების შემდეგ ნავთობი კვლავ გაძვირდა

ბარელი ნავთობი

ახლო აღმოსავლეთში მორიგი შესაძლო ესკალაციის გამო ნავთობი კვლავ გაძვირდა. 12 მაისს ერთი ბარელი „ბრენტის“ მარკის ნავთობი 106,4 დოლარი ღირდა, ხოლო WTI- 100,6 დოლარი. ამის შესახებ Trading „Economics“-ის მონაცემები მიუთითებს.

11 მაისის დილით ბრენტის ფასები მერყეობდა 103–105 დოლარის ფარგლებში, ხოლო WTI-ს – 96,5-100 დოლარის ფარგლებში.

ნავთობის გაძვირება უკავშირდება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კუთხით არსებულ მყიფე მდგომარეობას.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ზავი „ხელოვნურ სუნთქვაზეა“ და მიუთითა სამშვიდობო მოლაპარაკებებში რიგ მოთხოვნებთან დაკავშირებულ უთანხმოებებზე.