8 მთავარი ნაშანი იმისა, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1757448877
დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელმა სრულად აიღო.
„დღევანდელი ქმედება „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების მთავარი ლიდერების წინააღმდეგ სრულიად დამოუკიდებელი ოპერაცია იყო. ოპერაცია ისრაელმა დაიწყო, ისრაელმა განახორციელა და სრული პასუხისმგებლობაც თავად ქვეყანამ აიღო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„სქაი ნიუსი“ იტყობინება, რომ დოჰაში ისრაელის სამიზნეში „ჰამასის“ ხუთი წარმომადგენელი: ხალილ ალ ჰაია, ხალედ მაშალი, მუჰამედ დარვიში, რაზი ჰამადი და იზატ ალ-რიშკი მოექცა.
მედიის ინფორმაციით, ხალილ ალ ჰაია, რომელიც ადრე „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
მანამდე „თაიმს ოფ ისრაელმა“ ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა, რომ დოჰაში „ჰამასის“ მაღალჩინოსანზე თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტმა მწვანე შუქი აუნთო.
ცნობისთვის, კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.