არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ჩავიდა, სადაც მას პრეზიდენტ ერდოღანთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.
როგორც ზელენსკიმ თურქეთის დედაქალაქში მედიასთან განაცხადა, რუსეთის დელეგაციის დონე ბუტაფორულს ჰგავს.
„იყო სიგნალები პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ეს დღესაც აქ, ანკარაში. რაც შეეხება ჩვენს დონეს, ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონით არის წარმოდგენილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩემი ოფისი, სამხედროები, ჩვენი დაზვერვის წარმომადგენლები, რომ მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ, სამართლიან მშვიდობამდე მიგვიყვანოს. რაც შეეხება შეხვედრის მაღალ დონეს, ჩვენ დავიწყებთ შეხვედრას პრეზიდენტ ერდოღანთან, თურქეთის ფართო დელეგაციასთან. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ამერიკულ მხარესთან. ვფიქრობ, რომ ისინიც იქნებიან თურქეთში მაღალ დონეზე წარმოდგენილი. ვნახოთ, რუსების დონე ჩემთვის ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა იქიდან, რასაც ვხედავთ, ის უფრო ბუტაფორულ დონეს ჰგავს. მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მივიღებთ. უნდა გავიგოთ, როგორი მანდატი აქვს რუსეთის დელეგაციას, შეუძლიათ თუ არა მათ რამე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ყველასთვის ცნობილია, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ ანკარაში ჩასვლისას.
ზელენსკის აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც ზელენსკის „ბუტაფორული“ და „კლოუნი“ უწოდა.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თურქეთში მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის ჩასვლა გამორიცხა.