ჩვენ აქტიურად განვიხილავთ რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს უკრაინა, თუმცა გვავიწყდება, რომ რუსეთი არც ერთ დათმობაზე არ წასულა - კაია კალასი

კაია კალასი

ჩვენ აქტიურად განვიხილავთ, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს უკრაინა, თუმცა გვავიწყდება, რომ რუსეთი არც ერთ დათმობაზე არ წასულა, - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.

მისი თქმით, თუკი დათმობის საკითხზე უკრაინაზე ზეწოლას დათანხმდებიან, რუსული აგრესიის გაძლიერებას დავინახავთ.

„რუსეთს უნდა, რომ ხაფანგში გავებათ, ვგულისხმობ დისკუსიას უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობის შესახებ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ, რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს უკრაინა, თუმცა გვავიწყდება, რომ რუსეთი არც ერთ დათმობაზე არ წასულა. პარალელურად, ისინი არიან აგრესორები. თუ ჩვენ ამ ხაფანგში გავებმებით და დათმობის საკითხზე უკრაინაზე ზეწოლას დავთანხმდებით, რუსული აგრესიის გაძლიერებას დავინახავთ“, - აცხადებს კაია კალასი.