1757585059
ჩარლი კირკის მკვლელს ამ დრომდე ეძებენ - პოლიციას სავარაუდო დამნაშავის ფოტოები აქვს

31 წლის კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ცოტა ხნის წინ მკვლელობასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. მათი თქმით, პირი, რომელმაც ჩარლი კირკს ესროლა, სახურავიდან გადახტა და მიიმალა.
ფედერალური ბიუროს ცნობით, ცოტა ხნის წინ გამომძიებლებმა ტყეში იპოვეს იარაღი და ფეხსაცმლის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ დამნაშავეს ეკუთვნოდა. იუტას შტატის პოლიციის კომისრის, ბო მეისონის განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ „კოლეჯის ასაკისაა“.
მისივე ცნობით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავის ფოტოები აქვს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ მათი გავრცელებისგან თავს იკავებენ.
კირკს, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და მისი საპრეზიდენტო კამპანიების მონაწილე იყო, იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. მას იარაღიდან ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე დაიღუპა. კირკის მკვლელობას დონალდ ტრამპმა ამერიკისთვის ბნელი მომენტი უწოდა.